მაკრონი: რუსეთს უკრაინაში გამარჯვების უფლება არ უნდა მივცეთ
რუსეთს უკრაინაში გამარჯვების უფლება არ უნდა მივცეთ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. ემანუელ მაკრონის თქმით, ევროპამ მიმდინარე წელს უკრაინის დასახმარებლად ძალისხმევა უნდა გააძლიეროს.
