მამუკა გამყრელიძის აღიარება
პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის მამუკა გამყრელიძის აღიარება, მმართველ პარტიას არ უკვირს. განმარტავენ, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო პირველი, ვინც ოპოზიციას ქვეყნის მტრობაში ადანაშაულებდა. როგორც სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, ოპოზიციისგან ელოდებიან, რომ იგივე პოლიტიკოსები და ჯგუფები ამჯერად ევროკავშირთან დაახლოების მომდევნო ეტაპისთვის ხელის შეშლას შეეცდებიან, თუმცა ისევ უშედეგოდ. შეგახსნებთ, მამუკა გამყელიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში აღიარა, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ იმისთვის, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.
