პრემიერი დავოსში მიღებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ლიდერებსა და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად, ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის - პროფესორ კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის - ჰილდე შვაბის მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო, რომელიც ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ლიდერებისა და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელების პატივსაცემად, ტრადიციულად, დავოსში გაიმართა.
