ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ანგარიში
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ახალ ანგარიშში წერს, რომ პუტინი უკრაინაში დასახული მიზნების მიღწევაზე უარს არ იტყვის და ბალტიის ქვეყნებთან ვითარების ესკალაციისთვის საბაბს ქმნის. ინსტიტუტის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა 16 იანვარს გამიზნულად განაცხადა, რომ ლატვიადან და ბალტიის პირეთის სხვა სახელმწიფოებიდან რუსეთის მოქალაქეებს დევნიან. ექსპერტები არ გამორიცხავენ რომ პუტინი მომავალში საკუთარი მოაქლაქეების დაცვის საბაბით აგრესიული ქმედებებისთვის საინფორმაციო ნიადაგს ქმნიდეს.
