ვითარება ფრონტის ხაზზე
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ბელგოროდის ოლქში უკრაინის სარაკეტო თავდასხმა მოიგერიეს. უწყება ირწმუნება, რომ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი და შვიდი რაკეტა გაანადგურეს. პარალელურად რუსეთმა ღამით სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე.
