მაკრონის პოზიცია
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის გამარჯვება დაუშვებელია, რადგან ამ შემთხვევაში ევროპის და რუსეთის მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ემანუელ მაკრონი უკრაინაში ჩასვლას თებერვარში გეგმავს. მაკრონის თქმით, ვიზიტის მიზანი უსაფრთხეოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე მუშაობის დასრულებაა. ასევე საფრანგეთის ლიდერი კიევს შორ მანძილზე მომქმედი 40 რაკეტისა და რამდენიმე ასეული ბომბის გადაცემას პირდება.
