ბაიდენმა კონგრესმენები თეთრ სახლში მიიწვია
ამერიკის პრეზიდენტმა, კონგრესის წარმომადგენლები უკრაინის დახმარების საკითხის განსახილველად თეთრ სახლში მიიწვია. გამოცემა პოლიტიკო წერს, რომ შეხვედრა დღეს 17 იანვარს გაიმართება. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინისა და ისრაელის დასახმარებლად, ასევე ამერიკის საზღვრების უსაფრთხოების გასაძლიერებლად კონგრესს 110 მილიარდი დოლარის დაფინასების მოთხოვნით მიმართა. საზღვრების უსაფრთხოების საკითხის გამო კანონპროექტი ამ დრომდე რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის დავის საგანია.
