ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე შუა ზოლის რეაბილიტაცია იწყება
ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, შუა ზოლის რეაბილიტაცია იწყება. ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდება, მიმდებარე ტერიტორიაზე კი იგეგმება დაზიანებული ძეგლებისა და მემორიალური ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია, მათ შორის ერთ-ერთი პირველი, 1962 წელს განთავსებული სამასი არაგველის მემორიალი იქნება. პროექტის განხორციელებისთვის დაიხარჯება ოთხი მილიონი.
