ტრამპის საარჩევნო კამპანია
დონალდ ტრამპმა პრაიმერიზის წინასაარჩევნო კამპანია ნიუ ჰემპშირში დაიწყო. ამომრჩევლების წინაშე ყოფილი პრეზიდენტი, ვივეკ რამასვამისთან ერთად, წარდგა. 38 წლის მულტიმილიონერი ბიზნესმენი, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას თავად გეგმავდა, თუმცა კანდიდატურა მას შემდეგ მოხსნა, რაც ცნობილი გახდა, რომ არჩევნებში მონაწილეობისთვის დონალდ ტრამპი იბრძოლებდა. ბიზნესმენმა, მოსახლეობას ტრამპის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. წინასწარი არჩევნები ნიუ ჰემპშირში 23 იანვარს გაიმართება.
