სლოვაკეთი უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას ეწინააღმდეგება
სლოვაკეთის პრემიერის განცხადებით, თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ვეტოს უფლებას ართმევენ და პოლიტიკისა თუ უსაფრთხოების ფუნდამენტური საკითხები, ხმათა უმრავლესობით გადაწყდება, ეს ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი იქნება. პოზიცია სლოვაკეთის პრემიერმა ბუდაპეშტში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოხატა.
