საოკუპაციო ძალებმა ღამით სარაკეტო იერიში ხარკოვზე მიიტანეს
უკრაინაში კი საოკუპაციო ძალებმა ღამით სარაკეტო იერიში ხარკოვზე მიიტანეს. შეტევისას სამოქალაქო საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაშავებულია 17 ადამიანი, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა.
