პრემიერის შეხვედრა დავოსში
პრემიერ-მინისტრი დავოსში, კომპანია ქოჩ ჰოლდინგის აღმასრულებელ თავმჯდომარეს შეხვდა. განიხილეს საქართველოში კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ახალი პროექტები და თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები. იმსჯელეს ქვეყანაში მიმდინარე დადებით ეკონომიკურ ტენდენციებზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.
