პრემიერი დავოსში მიღებას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი დავოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ლიდერებსა და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად, ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის - პროფესორ კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის, ჰილდე შვაბის მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო. მიღება ეკონომიკური ფორუმის მონაწილეების პატივსაცემად გაიმართა.
