შიდა დაპირისპირება უკრაინაში
კიევის მერმა უკრაინის ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიის შევიწროებასა და მასზე ზემოქმედებაში დაადანაშაულა. საკუთარ ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა, რომ უკრაინაში დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები ხელისუფლების კრიტიკის გამო იდევნებიან. კიევის მერის თქმით, დროა სამართალდამცველებმა პოლიტიკოსების დავალებების შესრულება შეწყვიტონ და გამოიძიონ, ვინ დგას ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების უკან. კლიჩკომ ისიც აღნიშნა, რომ აუცილებელია, ომის მიუხედავად, ქვეყანამ რეფორმები გააგრძელოს და დემოკრატიული მიღწევები შეინარჩუნოს, მათ შორის სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა.
