წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის რამდენიმე უბანს წყალი შეუწყდება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განმარტებით, მიზეზი მაგისტრალურ მილზე სამუშაოებია. შეზღუდვა 17 იანვრის ღამის 01:00 საათიდან 18 იანვრის დილის 08:00 საათამდე ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისის და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების ქუჩებს შეეხება.
