პრემიერი ჩინეთის ელჩს შეხვდა
ჩინეთისა და საქართველოს მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ელჩს ესაუბრა. პრემიერ-მინისტრი დიპლომატს დავოსში გამგზავრებამდე შეხვდა. მხარეებმა დადებითად შეაფასეს გასულ წელს პეკინში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრა. ელჩმა პრემიერ-მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა ტაივანში გამართული ე.წ. არჩევნების შესახებ. მთავრობის მეთაურმა ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
