იერიში ბალისტიკური რაკეტებით
ერაყის ქურთისტანის პრემიერ-მინისტრი ირანს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში ადანაშაულებს. მასრურ ბარზანის განცხადებით, ირანის რევოლუციური გუშაგთა კორპუსის მტკიცება, რომ მათ თავდასხმა ისრაელის საჯაშუშო ცენტრზე მოაწყვეს, საფუძველს არის მოკლებული. ერაყის ქურთისტანის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ დაძაბული ვითარების ფონზე, აუცილებელია ამერიკული ჯარების ერაყის ტერიტორიაზე დარჩენა. ირანმა ნახევრადავტონომიური ქურთისტანის დედაქალაქ ერბილში, ამერიკის საკონსულოს ტერიტორიის სიახლოვეს იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა. შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
