წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია
თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებს ხელშეკრულებები გაუწყვიტა. მიზეზი შეუსრულებელი ვალდებულებები გახდა. ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ სამუშაოების ნაწილი დაუსრულებელია, ნაწილი კი უხარისხოდ, პროექტთან შეუსაბამოდ შესრულდა. კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე ამის შესახებ დედაქალაქის მერიაში აცხადებენ და განმარტავენ, რომ წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში, იანვრის ბოლოს.
