ოპოზიციის გეგმები
საარჩევნო წელი დაიწყო, ოპოზიციური პარტიები კი პოლიტიკურ ერთობას ვერ აღწევენ. ვრცელდება ინფორმაცია ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებულ გარკვეულ მოლაპარაკებებზე, თუმცა არჩევნებში დამოუკიდებლად ბრძოლას აანონსებს როგორც „ლელო“, ისე გახარიას გუნდი. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით შეცვლაა, თუმცა მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა მარცხისთვის არის განწირული.
