პარლამენტის თავმჯდომარის სტატია
შეტევა ეკლესიაზე, რომელიც თავად ლიბერალიზმს და დასავლეთის იდეას აზიანებს - ამ შინაარსის სტატიას პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში აქვეყნებს და გასულ კვირას ეკლესიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი აკრიტიკებს ცალკეულ პოლიტიკოსებს, მედიის ნაწილს, პროცესში ჩართულ აქტივისტებს და წერს, რომ ეკლესიაზე თავდასხმა არა მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ კონტრპროდუქტიული და ქვეყნისთვის მავნებელიც. შალვა პაპუაშვილი საკუთარ მოსაზრებას გამოხატავს მატრონას ხატთან დაკავშირებით და წერს, რომ ხატებზე ტირანების გამოსახვა ქრისტიანობაში დაშვებულია. პარლამენტის თავმჯდომარის ვრცელ პუბლიკაციაში გაანალიზებულია ოპოზიციის მცდელობები, რომლის მიზანიც, მისივე სიტყვებით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის რუსეთის გაგრძელებად წარმოჩენაა. „ქართული ოცნება“ ქართული ეკლესიის ღირებულებებს იზიარებს, თუმცა საერო ხელისუფლება და ეკლესია ერთმანეთისგან გამიჯნულია“,- ვკითხულობთ სტატიის დასასრულს.
