პრემიერის შეხვედრა ჩინეთის ელჩთან
ჩინეთისა და საქართველოს მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე. პრემიერ-მინისტრი ელჩს დავოსში გამგზავრებამდე შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს გასულ წელს პეკინში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრა. ისაუბრეს ამ ვიზიტის ფარგლებში მხარეთა მიერ განსაზღვრული გეგმების რეალიზაციის საკითხებზე. ელჩმა პრემიერ-მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა ტაივანში გამართული ე.წ. არჩევნების შესახებ, რაზეც პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი.
