ერაყის ქალაქ ერბილში, შეერთებული შტატების საკონსულოსთან რამდენიმე აფეთქება მოხდა
ერაყის ქალაქ ერბილში, შეერთებული შტატების საკონსულოსთან რამდენიმე აფეთქება მოხდა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გუშაგთა კორპუსმა აიღო და განაცხადა, რომ მათ მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტების სამიზნე ჯაშუშთა შტაბი და რეგიონის სხვადასხვა ადგილას ირანის საწინააღმდეგო ტერორისტული თავშეყრა იყო.
