2024 წლის არჩევნებისთვის ოპოზიციის მთავარ გეგმად კვლავ გაერთიანება რჩება
2024 წლის არჩევნებისთვის ოპოზიციის მთავარ გეგმად კვლავ გაერთიანება რჩება. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, გეგმის ირგვლივ კონსულტაციები უკვე დაწყებულია. კონფიგურაციის საბოლოო თარიღად გაზაფხული სახელდება. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ეს დაჯგუფებები „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებს.
