ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეთა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო მაკა ბოჭორიშვილმა
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეთა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო მაკა ბოჭორიშვილმა. ბელგიაში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა იმ თემატურ დისკუსიაზე, რომელიც შემდგომ გაფართოებასა და ევროპაზე მის გავლენას ეხებოდა.
