ტერორისტული თავდასხმა ისრაელში
დაღუპულია 1, დაშავებული 17 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. შემთხვევა ქალაქ რაანანში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, ორმა ბოროტმოქმედმა სამი სხვადასხვა ავტომობილი გაიტაცა, შემდეგ კი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახნენ. პარალელურად, რამდენიმე ადამიანს ცივი იარაღითაც დაესნენ თავს. ბრალდებულები პალესტინელები არიან და ისრაელის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდნენ.
