სიახლეები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში
დღეიდან, სოციალურად დაუცველი პირების, პენსიონერების, ვეტერანების, შშმ პირებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება. გარდა ამისა, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, სოციალური პაკეტი 50 ლარით, 340-დან 390 ლარამდე იზრდება.
