ძაღლის წამებაში ბრალდებულს გირაო შეეფარდა
ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს გირაო შეეფარდა. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ლევან დარბაიძემ ბრალდებისა და დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობის უზრუნველყოფით გირაო 4 ათასი ლარის ოდენობით განუსაზღვრა.
