ეკონომიკური ზრდა
2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21 მილიარდ 529 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 12.5 %-ით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, ექსპორტმა ექვს მილიარდზე მეტი შეადგინა, რაც 9 პროცენტზე მეტი ზრდაა. ამავე მონაცემებით, 2023 წელს 14 %-ით გაზრდილია იმპორტის მაჩვენებელიც.
