სიახლეები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს, მიღებული გადაწყვეტილებით, ფართოვდება ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა. კერძოდ, 15 იანვრიდან შესაბამისი კატეგორიის თუ სტატუსის მქონე მოქალაქეები გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტს მთელი წლის განმავლობაში სრული დაფინანსებით მიიღებენ.
