დავოსში 54-ე ეკონომიკური ფორუმი გაიხსნება
დავოსში 54-ე ეკონომიკური ფორუმი გაიხსნება. შეხვედრების ფარგლებში, მოლაპარაკებები ისრაელი-ჰამასსა და რუსეთ-უკრაინის ომებთან დაკავშირებით გაიმართება. დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.
