ირაკლი კობახიძის ვიზიტი ჩინეთში
ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთშია. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე უკვე შეხვდა ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს და მის მოადგილეს, ასევე სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევის დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტს. მმართველი გუნდის შეფასებით, მსოფლიოს ყველაზე მსხვილ და ძლიერ სახელმწიფოსთან თანამშრომლობას, შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის კონკრეტული და ხელშესახები შედეგების მოტანა.
