კალანდა გურიაში
ძველით ახალ წელს, ან ახალ წელს ძველი სტილით, 14 იანვარს, საქართველოს ყველა კუთხეში ზეიმობენ. თუმცა, განსაკუთრებით მაინც გურიაში, რადგან გურულებისთვის 14 იანვარი კალანდობაა ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული. კალანდას დიდი ხნის ისტორია აქვს, რომელსაც გურულები ყოველ წელს ახალი ენერგიით და უცვლელი ტრადიციით აცოცხლებენ - ამ ტრადიციის განუყოფელი ნაწილია ჩიჩილაკი, გურული მეკვლე და სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული სუფრა, რომელიც გემრიელი და ნამდვილად დასამახსოვრებელია.
