100 დღე ისრაელი-„ჰამასის“ ომის დაწყებიდან
„ჰამასის“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან 100 დღე გავიდა. ისრაელი ღაზის სექტორზე საჰაერო და სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს. როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, ოპერაციის მიზნები- „ჰამასის“ სრული განადგურება, მძევლების დაბრუნება და ღაზის დემილიტარიზაცია, უცვლელი რჩება. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი გამარჯვებასთან ახლოსაა და ცეცხლის შეწყვეტას ვერც მტრულად განწყობილი ქვეყნები და ვერც ჰააგის სასამართლო აიძულებს, სადაც ისრაელის წინააღმდეგ სარჩელი სამხრეთ აფრიკას აქვს შეტანილი.
