დაკავება ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე
ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფატზე გორში მოქალაქე დააკავეს. 65 წლამდე მამაკაცს ბრალს კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენენ. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259 -ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებეას და სატიკ მოპყრობას გულისხმობს. გამოძიების ცნობით შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში მოხდა. მამკაცმა ძაღლს კისრის არეში ცეცხლსასროლი იარაღით გამჭოლი ჭრილობა მიაყენა. ვეტრინარებმა ძაღლის გადარჩენა შეძლეს.
