მეუფე შიოს ქადაგება
სამების საკათედრო ტაძარში სიწმნიდის შეურაცხყოფის ფაქტს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქის მოსაყდრე გამოეხმაურა. მეუფე შიომ მომხდარს მკრეხელობა უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება. აქვე შეგახსნებთ, რომ საპატრიარქომ ხატის შემომწირველებს მოუწოდა ხატი გადაწერონ წინააღმდეგ შემთხვევაში, ცვლილებებს თავად განახორციელებენ.
