ვიზიტი ჩინეთში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. დელეგაცია პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის ვიცე-პრეზიდენტთან და ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 20 იანვრამდე გაგრძელდება.
