კალანდა გურიაში
დღეს კალანდობაა. დღესასწაული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ სივრცეში, კალანდობისთვის დამახასიათებელი უძველესი ტრადიციებით აღნიშნეს: აგუნას გადმოძახილი, მეკვლის ფეხადობა, ცხემლის ჭრა, ჩიჩილაკის დამზადება, ტრადიციულად გამოაცხვეს გურული ღვეზელი. გაიმართა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, თეატრალური პერფორმანსი, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიება გალაკონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.