დიდთოვლობა და ძლიერი ქარი აშშ-ში
უამინდობა შეერთებულ შტატებში. ქვეყნის ცენტრალურ რაიონებში გადაუღებლად თოვს. უხვთოვლობას თან ტემპერატურის მკვეთრი დაცემა და ძლიერი ქარი დაერთო, რამაც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ჩიკაგოში უამინდობის გამო ფრენები გადაიდო, მიჩიგანში კი ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა, რის გამოც 150 000-მდე სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამინდი მკვეთრად გაუარესდა აიოვაში, აიდაჰოსა და იუტაშიც.
