მაკრონის განცხადება
საფრანგეთის პრეზიდენტი ღაზაში მძევლად აყვანილი პირების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებების გაგრძელებას ითხოვს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს მძევლების უვნებლად დასაბრუნებლად. „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს მოწყობილი თავდასხმის შემდეგ ტყვეობაში სავარაუდოდ 150-მდე ადამიანი რჩება. ფრანგული მედიის ინფორმაციით, მათ შორის შესაძლოა საფრანგეთის 3 მოქალაქე იყოს.
