დაკავება ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე
ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფატზე გორში მოქალაქე დააკავეს. 65 წლამდე მამაკაცს ბრალს რამდენიმე საათში ოფიციალურად წარუდგენენ. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას და სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. გამოძიების ცნობით შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში მოხდა მამკაცმა ძაღლს კისრის არეში ცეცხლსასროლი იარაღით გამჭოლი ჭრილობა მიაყენა. ვეტრინარებმა ძაღლის გადარჩენა შეძლეს.
