სახელმწიფო დროშის დღე მუნიციპალიტეტებში
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავენ მუნიციპალიტეტებშიც. რუსთავში, ქვეყნის მთავარი სახელმწიფო სიმბოლო ცენტრალურ ქუჩებზე დილიდანაა გამოფენილი. საქართველოს დროშის ფერებშია განათებული სტადიონი ბათუმში. ქუთაისში ქართული დროშა „შენგელია არენაზე“ ჩოხოსნებმა, კადეტებმა და ფეხბურთელებმა გაშალეს. ასევე, დღის განმავლობაში აქტივობები გაიმართება ბაგრატის ტაძრის ეზოში და ასსაფეხურიან კიბეზე.
