სახელმწიფო დროშის დღე თბილისის საკრებულოში აღნიშნეს
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა თბილისის საკრებულოში. საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, საკრებულოს ისტორიული შენობიდან ტრადიციულად დროშები გადმოფინეს და სიმბოლიკა თბილისის ქუჩებში დაარიგეს. ღონისძიებაში საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები მონაწილეობდნენ.
