სახელმწიფო დროშის დღე - ისტორიული არქივი
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის დიპლომატიური უწყების ადმინისტრაციულ შენობაზე ხუთჯვრიანი დროშა გამოფინეს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ორიგინალი დროშა. აღნიშნულ დროშას, საბერძნეთში მცხოვრები, წარმოშობით ვენეციელი დიდებულების შთამომავლის, ევგენი დალეჯიოს ოჯახში მიაკვლიეს და ქართულ მხარეს ოფიციალურად გადმოსცეს. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს გადმოეცა ევგენი დალეჯიოს ისტორიული არქივიც. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ორიგინალი დროშის მხოლოდ სამი მეხუთედია შემორჩენილი. ისტორიული ექსპონატი სადემონსტრაციო სადგამით წარმოდეგნილია, სამინისტროს ცენტრალურ დარბაზში, მოგვიანებით კი, სხვა ექსპონატებთან ერთად, საქართველოს დიპლომატიის მუზეუმში განთავსდება.