სახელმწიფო დროშის დღე - დროშის აღმართვის ცერემონია დღესასწაულის მთავარი ნაწილია
ხუთჯვრიან დროშას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. დროშის აღმართვის ცერემონია დღესასწაულის მთავარი ნაწილია. სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება.
