სახელმწიფო დროშის დღე - პრეზიდენტის მილოცვა
სახელმწიფო დროშის დღე ტრადიციულად აღინიშნა ორბელიანების სასახლესთან. ახლაგაზრდებმა ხუთჯვრიანი დროშა გაშალეს მანამდე კი შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი გაიმართა დროშის აღმართვის საზეიმო ცერმონია, რასაც წინ უძღოდა ანსამბლ „სუხიშვილების“ მიერ შესრულებული ცეკვა ხორუმი. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა ვრცლად ისაუბრა სიმბოლიკის მნიშვნელობაზე, წინაპრების ღვაწლზე, დროშის პატივისცემასა და პასუხისმგებლობაზე.
