სახელმწიფო დროშის დღე - პრემიერის მილოცვა
სახელმწიფო დროშის დღეს სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრემიერი. ირაკლი ღარიბაშვილი ამ დღეს განსაკუთრებულად ულოცავს ჯარისკაცებს და ამბობს, რომ სიმბოლო გამოხატავს მოქალაქეთა ურყევ ნებას, რომელიც მიმართულია ერთი მიზნისაკენ - დავიცვათ და განვამტკიცოთ ჩვენი თავისუფლება.
