საქართველო 15:10 გერმანია
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენი ქვეყნის გუნდმა მეცხრე ადგილისთვის ნახევარფინალში გერმანია 15:10 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებში 5 გოლით საუკეთესო დუშან ვაშიჩი იყო, ხოლო 2-2 ბურთი სტეფან პიესივაჩმა, რეზი იმნაიშვილმა და ვალიკო დადვანმა გაიტანეს. ქართველი წყალბურთელები 15 იანვარს, ასევე მე-9 ადგილისთვის საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება და კონტინენტის პირველობაზე გამოსვლას დაასრულებს.
