პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს ძველით ახალ წელს - კალანდობას ულოცავს და სოციალურ ქსელში ანსამბლ „ბათუმის“ ძველი თაობის მოცეკვავეების ვიდეოს აქვეყნებს. „წარსული, აწმყო და მომავალი - ყველაფერი ერთიანდება მათ მოძრაობაში, თვალებსა და შეძახილში, რადგან უკვდავია ის, რაც ქმნის მათ სამყაროს და სამყაროსადმი მათ მიმართებას. მადლობა თქვენ, ანსამბლ „ბათუმის“ ძველი თაობის მოცეკვავეებს ამ ამაღლებული წუთებისთვის! ამ სულისკვეთებით იქცევა ძველი მარადიულად, ამ იმედით შემოდის ჩვენში კალანდა ყოველ ძველით ახალ წელს და ასე იქნება მუდამ. გილოცავთ ძველით ახალ წელს და კალანდას!”,- წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
