სახელმწიფო დროშის დღე
ხუთჯვრიან დროშას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. დროშის აღმართვის ცერემონია დღესასწაულის მთავარი ნაწილია. სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა. ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს.
