გუბანოვა ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ანასტასია გუბანოვამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. გასული წლის ჩემპიონს მხოლოდ ბელგიელმა მოციგურავემ აჯობა. გუბანოვამ მოკლე პროგრამაში 68.96 ქულა დაიმსახურა, თავისუფალ პროგრამაში 137.56 ქულა მიიღო და ჯამში 206.52 ქულა დაუგროვდა რაც მეორე ადგილისთვის საკმარისი აღმოჩნდა. კონტინენტის პირველობაზე ალინა ურუშაძემაც იასპარეზა და 21-ე ადგილზე გავიდა. ხოლო დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის დუეტი მე-8 პოზიციას დასჯერდა. საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა და არაოფიციალურ ჩათვლაში მე-4 პოზიციაზე გავიდა.
